Friday, July 4, 2014

                                                 ტრენინგის 9 დღე

      ტრენინგის ბოლო, მეცხრე დღე ...... მიხარია, რომ ამ 9 დღემ ჩემთვის ძალიან ნაყოფიერად და სასიამოვნოდ ჩაიარა. დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, დავათვალიერეთ და განვიხილეთ  ერთმანეთის  პრეზენტაციები, ვისწავლთ და ავტვირთეთ ბლოგზე ჩვენი ნამუშევრები.
     მინდა  ავღნიშნო, რომ ეს ტრენინგი ნამდვილად  საჭირო და  მნიშვნელოვანი იყო, რადგან შევძლებ უკეთესად განვახორციელო სასწავლო პროექტები. პროექტებით სწავლება კი  ძალიან მეხმარება  მივაღწიო მაღალ   შედეგს  ჩემს მოსწავლეებთან.  ამ ტრენინგმა მომცა ის საინტერესო მასალა,  რომელსაც გამოვიყენებ სასწავლო  პროცესის  დროს. გავეცანით  ძალიან საინტერესო ინტელის  ელექტრონულ  წიგნს და  შევისწავლეთ რვავე მოდული, სასწავლო პროცესის დროს ნამდვილად დამეხმარება  და სიამოვნებით გამოვიყენებ აქ გაცნობილ შეფასების რუბრიკებს, გაკვეთილის და სასწავლო პროექტის დაგეგმვის ფორმებს. ძალიან საინტერესო იყო აგრეთვე  21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებს გაცნობა, პორტფოლიოს შექმნა და ა.შ.
          და ბოლოს მინდა გამოვხატო  უდიდესი   პატივისცემა და მადლიერება  ჩვენი ტრენერის დიანას მიმართ, რომელმაც მოგვცა  ამომწურავი  ცოდნა და  ინფორმაცია პროექტებით სწავლებასთან  დაკავშირებით......

2 comments:

  1. ნათია , მართლაც საუკეთესო და აქტიური მასწავლებელი ხარ, გილოცავ პროექტის წარმატებით დასრულებას, აბა , შენ იცი ასე გააგრძელე...

    ReplyDelete
  2. გისურვებ შენი პროექტის ბლოგზე წარმატებით ატვირთვას.

    ReplyDelete