Tuesday, June 24, 2014

                                                 ტრენინგის 5 დღე

დღეს გავეცანი როგორ გამოვიყენებ ინტერნეტს ჩემს პროექტში. გავეცანით საავტორო უფლებებს, განვიხილეთ საავტორო უფლებების ფაილი,  გავაანალიზეთ და გავარჩიეთ ზოგადი, თემატური და  შინაარსობლივი კითხვები. მოვახდინეთ უკუკავშირი.




                                                 ტრენინგის  4 დღე

დღეს გავეცანით ერთმანეთის გეგმებს და მივეცით ერთმანეთს რჩევები, ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, გავიგე თუ როგორ უნდა გავაკეთო   პრეზენტაცია.  განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის შეფასებები,  რადგან აღმოვაჩინე ბევრი სიახლე, რომელსაც სასწავლო პროცესის დროს სიამოვნებით გამოვიყენებ.   ვისწავლე  კომენტარების გაკეთება  ბლოგზე და გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები...
                                                 ტრენინგის  3 დღე

   ტრენინგის მესამე დღემაც, როგორც ტრენინგის  პირველმა და მეორე დღემ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, რადგან ძალიან ბევრი ახალი რამ შევიტყვე და ვისწავლე. გავეცანი სხვადასხვა საინტერესო რუბრიკებს და მასწავლებელების ნამუშევართა ნიმუშებს.ვიმუშავეთ ბროშურების გაკეთებაზე და ვისწავლე თუ როგორ  უნდა გავაკეთო ბროშურა. ტრენერის დახმარებით უფრო  მიმზიდველი და საინტერესო გახდა ჩემთვის ვორდში მუშაობა, რადგან დიანამ ვორდის უამრავი საინტერესო ფუნქცია გვასწავლა, რაც დამეხმარება ბროშურის შექმნაში. ვიმუშავეთ წიგნში და გავეცანით მე-2 მოდულს. 
 გავიგე ახალი პროგრამის snipping tool-ის შესახებ, ძალიან კარგი და საინტერესო პროგრამაა, ვისწავლეთ ამ პროგრამის დახმარებით მაკრატლის გამოყენება. ვისწავლეტ და ავტვირთეთ ბლოგზე ბროშურა.                                                                             ამ ყველაფრისთვის კი დიდი მადლობა ჩვენს უნიჭიერეს და ენერგიულ ტრენერს დიანა მიქაძეს....



                                                 ტრენინგის  1 - 2 დღე

ძალიან მიხარია ისეთ ტრენინგზე დასწრება, როგორიც ეს ტრენინგია. რადგან ძალიან მინდოდა საკუთარი ბლოგის შექმნა. ძალიან მიხარია, რომ ვისწავლე ბლოგის შექმნა, და შევქმენი ბლოგი. გავეცანი და ძალიან მომეწონა ელექტრონული წიგნი, რომელიც ძალიან საინტერესოა და სახალისოა მასში მუშაობა.   გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, სხვადასხვა რუბრიკებს,.  ვისაუბრეთ პროექტის დაგეგმვასა და შექმნაზე, გავეცანით  სხვადასხვა მასწავლებლების ნიმუშებს,  დავიწყეთ სასწავლო  პროექტისთვის  დამხმარე ბუკლეტის დამზადება  და ჩემი პროექტის გეგმისა  და დიზაინის პირველადი მონახაზი  შევქმენი......